საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ყველამ უფრო მონდომებით უნდა განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხი.
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟუნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა წარმოიშვას.
„ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, პრობლემა არ უნდა წარმოიშვას. ევროკავშირში შიდა ვითარება, ალბათ, მეტ ყურადღებას მოითხოვს. საქართველომ სერიოზული პროგრესი აჩვენა, ჩვენთვის პოლიტიკა არა თუ იცვლება, არამედ, პირიქით, უფრო მონდომებით უნდა განიხილოს ყველამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხი“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.