ალექსანდრე ჯეჯელავა: საარჩევნო სიაში ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, თუმცა, თამარ სანიკიძის ნიჭის გამოყენება მენეჯმენტში უკეთესი იქნება
27-06-2016, 03:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო სიაში ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, თუმცა, თამარ სანიკიძის ნიჭის გამოყენება მენეჯმენტში უკეთესი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

 

კითხვაზე - რა პოზიციაზე დაბრუნდება თამარ სანიკიძე, ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული საკითხი დაახლოებით, ერთ თვეში გადაწყდება.

 

 

”რაც შეეხება ყოფილი მინისტრის დაბრუნებას, თამარის თვითშეფასების საკითხს მაღალ დონეზე დავაყენებ - მგონია, რომ ის საქმის ინტერესს პატარა კარიერულ დისკომფორტზე მაღლა დააყენებს... დღეს არაერთი კარგი ადამიანის ადგილია სისტემაში. ყველგან გვიჭირს - დაწყებული მასწავლებლებით, დამთავრებული სამინისტროთი”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება მასწავლებლებში მოტივაციის ამაღლება, ”მოსწავლეს კი მეტი დრო და თავისუფლება უნდა მივცეთ განვითარებისთვის, დასახვეწია სასწავლო პროცესიც”.

 

 

”გპირდებით, ხუთი წლის შემდეგ გასაოცარ შედეგს მივიღებთ. პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს, თუმცა გუდ ნიუს-მენეჯმენტის თვალსაზრისით ტოლს არავის დავუდებ. აქცენტებიც სწორედ მენეჯერულ პრინციპებზე იქნება აგებული. დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც 25 წლის განმავლობაში მასწავლებლებს ქვებს ვესროდით და ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, თუ სტუდენტი ვერ ჩააბარებდა. პირადად მე, მასწავლებლის დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება. ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს. თანაც ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება. მათ პროფესიული ღირსება უნდა დავუბრუნოთ. აი, მაგალითად გუგლერობა სუპერსაამაყოა. მართალია, ჩვენი რესურსებით ”გუგლს” ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ მასწავლებლობას საამაყოს გავხდით.

 

 

ამასთან, მათ დავეხმარებით ტექნოლოგიების ათვისებაში. პარალელურად სტუდენტებთან აქტიურად ვიმუშავებთ - ბაზრის მოთხოვნები და მათი პროფესია ერთმანეთს უნდა დავუახლოვოთ. ჩვენ ისეთ განათლების სისტემას ვაშენებთ, რომელიც სამუშაო ადგილზე პირდაპირ გსვამს. პრემიერის გერმანული მოდელის გამოყენების ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტი პირველივე კურსზე დასაქმდეს და სწავლის პარალელურად იმუშაოს. ოღონდ არა ისე, რომ არცერთი მხარე ხელს არ გიწყობს, იჭყლიტები - სამსახურში გეუბნებიან, რატომ არ დადიხარ, ლექციებზე კი გიბრაზდებიან, საათებს რატომ აცდენო”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი