დიდი ბრიტანეთის აქციები და გირვანქა სტერლინგი დაცემას განაგრძობენ
27-06-2016, 03:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარასკევს დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებიდან უმოკლეს დროში გირვანქა სტერლინგის მკვეთრი დაცემის შემდეგ ფუნტი გაუფასურებას ისევ განაგრძობს. რეფრენდუმიდან მე–2 დღეს, 24 ივნისს, ერთხანს სტერლინგი აშშ დოლართან მიმართებაში 8%–ითაც კი დაეცა და 1 ფუნტი სტერლინგის ღირებულებამ 1.3228 აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგ კი ბრიტანულმა ვალუტამ გარკვეულ დონემდე მოიკრიბა ძალა და გაუფასურების ნიშნული 3.2 %–ით შემცირდა. ამის შესახებ BBC წერს.

 


სტერლინგის კურსი დოლართან მიმართებაში $1.3460 –ს შეადგენს, რაც 1.8%–ით დაბალია, თუმცა ეს, პარასკევს 1.3236 აშშ დოლარამდე ჩამოსვლასთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია.

 


FTSE 250 ინდექსი, რომელიც უმეტესად დიდ ბრიტანეთზე ფოკუსირებულ კომპანიებს მოიცავს, 1.8%–ით დაბლა ჩამოვიდა.

 

 

დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟების გახსნამდე ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოზბორნმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის მომავლის პირისპირ "ძლიერის პოზიციიდან" დადგეს.

 


მან ასევე დაადასტურა, რომ არ იქნება სასწრაფო სათადარიგო ბიუჯეტი. ოზბორნმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იქნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში "კორექტირების" საჭიროება, მაგრამ დაამატა, რომ "გონივრული იქნება დაველოდოთ ახალ პრემიერ მინისტრს", სანამ ნებისმიერი ამგვარი ქმედებები განხორციელდება.

 


ორშაბათს ოქროს ფასმა 1.5%–ით მოიმატა. მისი ფასი ყოველთვის მატულობს ხოლმე გაურკვევლობებისას, რადგან ის უსაფრთხო აქტივად მიიჩნევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი