თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობაში 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება
27-06-2016, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის გამო ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიგეგმა, რომელშიც  25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

 

 

ამის შესახებ ქუმსიშვილმა ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებაზე გაკეთდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ახალი ტერმინალი გაზრდის კომფორტს და ასევე  მუდმივი დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს.

 

 

„2015 წელს ჩვენ „ტავ ჯორჯიასთან“ ხელი მოვაწერეთ განახლებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც „ტავ ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება, რომ 1 800 000 მგზავრთა ნაკადის შემთხვევაში ისინი დაიწყებდნენ გაფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. 2015 წელს ჩვენ რეკორდული ციფრები გვქონდა და მგზავრთა ნაკადის გამო შესაბამისად დაიგეგმა ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომელშიც ჩაიდება 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ეს გაზრდის კომფორტს, როგორც იმ მგზავრებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ, ასევე მოიტანს მუდმივ დასაქმებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სულ რაღაც 12 კვირის წინ დავიწყეთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აღდგენის სამუშაოები, რომელიც 5 ივლისს დასრულდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

„ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა, სანი შენერმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელს და წინსვლას მოუტანს ქართულ ეკონომიკასა და ავიაციას.

 

 

„უკვე 10 წელზე მეტია „ტავ ჯორჯიას“ დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაში. განვლილი წლების განმავლობაში კომპანიამ საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ ავაშენეთ თბილისისა და ბათუმის სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტების ტერმინალები და ისინი კეთილმოვაწყეთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურით. კავკასიის რეგიონში საქართველო უპირობო ლიდერია სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ახალი ტერმინალის აშენებით კი ქვეყანას აქვს შანსი გახდეს უმნიშვნელოვანესი საავიაციო ჰაბი რეგიონში“, - განაცხადა სანი შენერმა.

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, მოფრენის ახალი ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.  ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრი იქნება, მის მშენებლობაზე კი 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი