საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პასკალ მონეს განცხადებით, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას არ იქონიებს.
საფრანგეთის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი სექტემბრამდე დასრულდება.
„რა თქმა უნდა, უნდა გადაწყდეს, როგორი იქნება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ურთიერთობის სქემა. არა მგონია, ამან გავლენა იქონიოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, რადგან ეს ურთიერთობა ძალიან ღრმაა. საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოს მიმართ, ბრიუსელში სერიოზულად ეკიდებიან. ამიტომ, არ მგონია ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან რაიმე შედეგი მოჰყვეს ამ კუთხით. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სექტემბრისთვის დასრულდება“,- განაცხადა პასკალ მონემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.