პარტია „ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მხოლოდ ფულით არ უნდა ხდებოდეს პატრიოტიზმის ანაზღაურება და ჩანაცვლება.
ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტებს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.
„მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაში და მხოლოდ ფულით არ უნდა ხდებოდეს პატრიოტიზმის ანაზღაურება და ჩანაცვლება“,-განაცხადა მეჭიაურმა და ასევე აღნიშნა, რომ მამაკაცებმა უნდა დაიცვან თავისი ქვეყანა, ვისაც ფიზიკურად ამის საშუალება გააჩნია.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც მართლაც აქვთ ამ ნაწილში წარმატება, თუნდაც ისრაელი, იქ მათ შორის, ვალდებული არიან ქალბატონებიც და არავისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნიათ და არავის გაუპროტესტებია, რატომ არის ეს. აქ რომ მამაკაცებსაც კი თავისუფლად მივცეთ უფლება - უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და უნდა არა, მე არ მიმაჩნია სწორად. ეს გამოიწვევს ქვეყნის დემორალიზებას. ქვეყანა თუ უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ ყველამ და უნდა გვქონდეს ამის ვალდებულება. არის ქვეყნები, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს, შეუძლიათ იქ წავიდნენ და იქ იდეზერტირონ ვისაც სურვილი ექნება”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.