"სინგაპურის ავიახაზების" თვითმფრინავს ავარიული დაშვებიდან მალევე ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი, რომელიც ადგილობრივი დროით 02:05 საათზე (18:00 GMT კვირა) აფრინდა, მილანში მიემგზავრებოდა და 2 საათის აფრენილი იყო, როდესაც მფრინავმა გამოაცხადა, რომ ავიალაინერს ძრავის პრობლემა გააჩნდა.
თვითმფრინავი უკან გაბრუნდა და ავარაიულად დაეშვა მანამ, სანამ "ბოინგ 777"–ის მარჯვენა ძრავას ცეცხლი გაუჩნდებოდა.
ბორტზე მყოფი 222–ივე მგზავრისა და ეკიპაჟის 19 წევრის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა.
"ჩვენ ჰაერში ვიყავით, როდესაც დაახლოებით 1 საათში გაზის სუნი ვიგრძენით," განუცხადა ერთ–ერთმა მგაზვრმა BBC–ს და დაამატა:
"მფრინავი კავშირზე გამოვიდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთი ძრავიდან საწვავის გაჟონვას ჰქონდა ადგილი და ამის გამო თვითმფრინავი უკან, სინგაპურისკენ ბრუნდებოდა."
მეხანძრეებს დაახლოებით 5–იდან 10–წუთამდე დასჭირდათ ცეცხლის ჩასაქრობად. მგაზვრებს იმ ავიალაინერში გადაამისამართებენ, რომელიც ორშაბათს მილანიდან გამოფრინდება, აღნიშნა "სინგაპურის ავიახაზებმა" განცხადებაში, რომელიც Facebook–ით გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.