არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი საერთაშორისო ფეხბურთს ტოვებს
27-06-2016, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის განცხადებით, ის საერთაშორისო ფეხბურთს ტოვებს.

 

 

ფეხბურთელმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.

 

 

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძალიან მინდოდა ტიტულის მოგება ნაკრებთან ერთად და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ისევ არ გამოგვივიდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გავიტანე და მორჩა. გასახდელში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი დრო ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. ოთხი ფინალი წავაგე. დღეს გამარჯვებას ვცდილობდით, მე ვცდილობდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის. ფინალში მარცხი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს. ძალიან მინდოდა, არგენტინასთან ერთად ჩემპიონი გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა“,-განაცხადა მესიმ.

 

 

29 წლის ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 112 მატჩი ითამაშა. მისი დებიუტი აღნიშნულ ნაკრებში 2005 წელს შედგა. მესი გოლების რაოდენობით (55 გოლი) არგენტინის ნაკრების რეკორდსმენია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 2
#2   kenwood bill set
      
Elevate your apparel quality with premium fabrics, precise stitching, and advanced printing methods Digital Garment Printing in UAE
12 იანვარი 2026 03:39
#1   kenwood bill set
      
Each custom T-shirt design is created with attention to stitching, fit, and finishing. Streetwear Clothing Design
30 დეკემბერი 2025 12:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი