საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება “საარჩევნო სვლა“ იყო.
“ასეთი გადაწყვეტილება ასეთი თვითმოქმედებით თავდაცვის მინისტრმა არ უნდა მიიღოს. რამდენადაც ვიცი, ეს არ იყოს შეთანხმებული არც პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, არც პრემიერთან და არც პრეზიდენტთან. ასე რომ, გამოვიდა წინასაარჩევნო სვლა. ასეთი გადაწყვეტილება მთლიანად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მას სჭირდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რადგან არ არის სახუმარო საქმე. არ მგონია, რომ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილება სასიკეთო იყოს, თუმცა არც ტრაგედია არ არის, რადგან შემდეგ თავდაცვის მინისტრს შეუძლია აღნიშნული ბრძანება გაუუქმოს“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.