პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემადგენლობაში ყოფნაზე შეთავაზება მიღებული აქვს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ეს განცხადება მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ განუცხადა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვარებს, რომელიც გავრცელდა - სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ. არის გარკვეული დამთხვევა, თუმცა მთლიანობაში სია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიგეგმება. იქ შეიტყობთ თითოეულ სახელსა და გვარს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.