გიორგი მარგველაშვილი 17:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტის განცხადება თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ანა დოლიძეს უკავშირდებოდეს, რომლის პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინათ გავრცელდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დოლიძემ მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელოს.
ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის იყო. კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.