ისრაელმა და თურქეთმა ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინეს, მას შემდეგ რაც 6 წლის წინათ ისრაელის სამხედროებმა ღაზასკენ მიმავალ გემზე 10 თურქი აქტივისტი მოკლეს.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გამოხატა იმედი, რომ ეს ნაბიჯი ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას დაეხმარება.
როგორც BBC წერს, შეთანხმება ნებას დართავს თურქეთს პალესტინის ტერიტორიებზე დახმარება შეიტანოს და იქ ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.
ისრაელი ამ შეთანხმების ფარგლებში გარდაცვლილი თურქი აქტივისტების ოჯახებს 20 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.
შეთანხმების შესახებ, რომელსაც ხელი სამშაბათს მოეწერება, ფორმალურად თურქეთის პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის და ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ცალ–ცალკე, ანკარასა და რომში წარმოთქმული სიტყვების დროს გახდა ცნობილი.
ისრაელი და თურქეთი ახლო მოკავშირეები იყვნენ მანამ, სანამ თურქეთის კუთვნილ გემზე, მავრი მარმარაზე, რომელიც ისრაელის მიერ ბლოკირებულ ღაზას სექტორში შეღწევას ცდილობდა, 2010 წლის 31 მაისს ისრაელის სამხედროები შეიჭრებოდნენ. აღნიშნული ინციდენტისას 10 პრო–პალესტინელი თურქი აქტივისტი, მათგან ერთ–ერთი ორმაგი, თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მქონე პირი მოკლეს და გემზე მყოფი ათეულობით ადამიანი დაჭრეს. ორივე მხარე ამ ფაქტს ერთმანეთს აბრალებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.