30 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, სახალხო ზეიმი "ქობულეთობა" გაიმართება. აღნიშნულის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
პროგრამა:
12:00 საათი - ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე
ფლეშმობი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.
13:00 საათი - მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით ქალაქის
ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე.
13:30 საათი - ზღვისპირა პარკი (ყოფილი გედების ტბის მიმდებარე ტერიტორია) –
აქტივობები ბავშვებისთვის: საბავშვო კონცერტი, ასფალტის მოხატვა,
ზღაპრის გმირებთან და მასხარებთან შეხვედრა.
14:00 საათი - ზღვისპირა პარკი (პორტატული შადრევანის მიმდებარე ტერიტორია) –
ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, სასტუმროებისა და რესტორნების
საგამოფენო სივრცის დათვალიერება.
14:30 საათი - ზღვისპირა პარკი, მხატვრის სახლი - ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების
დათვალიერება.
15:00 საათი - ზღვისპირა პარკის მოპირდაპირედ სანაპირო - პარაპლანისტებისა და
სერფინგისტების შოუ.
16:00 საათი - ზღვისპირა პარკის ამფითეატრი - კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული
ანსამბლების მონაწილეობით. კონცერტის პარალელურად მოეწყობა სპორტული
სანახაობები და ქობულეთელ ჩემპიონთა ფოტოგამოფენა.
17:00 საათი - აგროსერვის ცენტრი - სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი
კულინარიული ნაწარმის გამოფენა, ღვინის სახლის დათვალიერება.
19:00 საათი - კულტურის სახლი - გალა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და
ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.