დღეს ქალაქ ხონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები "წიგნის ბუდის" გახსნას დაესწრნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
როგორც ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გამგეობამ იზრუნა, რომ წიგნისა და ჟურნალ-გაზეთების მოყვარულებმა ბუნებაში კომფორტულად და თავისუფლად იკითხონ. ნებისმიერ მსურველს, განუსაზღვრელი ვადით, შეუძლია თავისუფლად აიღოს მისთვის სასურველი ლიტერატურა და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს.
"წიგნის ბუდეში" ლიტერატურას გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები მუდმივად განაახლებენ.
პროექტი გამგებლის წარმომადგენლის ქალაქ ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთარ ჯაფარიძის ორგანიზებით განახორციელდა.
გაწეული დახმარებისთვის გამგეობა მადლობას უხდის მურმან ბახტაძეს, ამირან კაშიასა და გიორგი ვაშაკიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.