პირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი ქალმა დაიკავა.
ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იენს სტოლტენბერგის მოადგილე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლის საკითხებში, როუზ გეტემიულერი გახდა.
"აღფრთოვანებული ვარ განგიცხადოთ როუზ გეტემიულერის დანიშვნის თაობაზე, რომელიც ნატო-ში საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკასა და ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის, იარაღის კონტროლი და რუსეთთან ურთიერთობა, მნიშვნელოვან გამოცდილებას მოიტანს. ის იქნება ასევე პირველი ქალი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს. ეს ნატო-ს ისტორიაში ერთგვარი ნიშანსვეტია. მე მადლობას ვუცხადებ ელჩ, ალექსანდერ ვერშბოუს, რომელიც შემოდგომით პენსიაზე გავა მისი ჩინებული დიპლომატიური კარიერის დასასრულს. მის მიერ ნატო-ში შეტანილი წვლილი უსაფრთხოების სფეროში უპრეცედენტო გამოწვევების დროს, შეუნაცვლებელია" - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოადგილის წარდგენისას.
გეტემიულერი ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება და ამ პოსტზე ის ალექსანდერ ვერშბოუს ჩაანცვლებს, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს 2012 წლის თებერვლიდან იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.