ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
27-06-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ქუტირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახელობას შეხვდნენ. მათ სოფლებში პატარა ჯიხაიშში, ქუტირსა და გვაზაურში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისაგან მიიღეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ამის შესახებ guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


გაზიფიცირება, საირიგაციო და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სოფლის ექიმის საკითხი, შიდა გზების რეაბილიტაცია - ეს ის საკითხებია, რასაც ქუტირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა პრიორიტეტულ პრობლემებად მიიჩნევს.

 


"ვხვდებით ყველა მოქალაქეს და პრობლემებს ადგილზე ვეცნობით. ვაკეთებთ გასული წლის ანგარიშსა და სოციალური მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას ვაწვდით. ჯანდაცვის თანადაფინანსების პროგრამები, ერთჯერადი დახმარებები, დიალეზის, ონკოპაციენტებისათვის, მრავალშვილიანი დედების, დედ-მამით ობოლთათვის არსებული შეღავათები და ა. შ. გამგეობის ეს სოციალური პროგრამები დღეს ხელმისაწვდომია ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის, ისე როგორც არასდროს," - განაცხადა სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა.

 

 

შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება ეძლევა სამსახურების ხელმძღვანელებისაგან უშუალოდ მოისმინოს ხონის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული და 2016 წელს მიმდინარე და დაგეგმილი ინსფრასტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური, კულტულური, სპორტული და საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი