გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა
27-06-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იქნება.

 

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ანა დოლიძის პირველი დავალება პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატურების საკითხს შეეხება.

 

 

„ქალბატონ ანა დოლიძესთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ მომავლის თაობაზე. საპარლამენტო მდივნის ფუნქციას დღეიდან იტვირთებს ანა დოლიძე. პირველივე მისი დავალება და პირველივე მისი საქმიანობა დაკავშირებულია ისევ იმ პროცესთან რაც შეეხება მოსამართლეების დამტკიცებას. ქალბატონი ანა ახლა უკვე შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

 

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოსამართლეთა დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მერვე მოწვევის პარლამენტი. ჩვენ ვართ ინფორმირებული რომ პარლამენტი სექტემბერში აპირებს შეკრებას. თუ სექტემბრამდე იქნება საჭირო, მე მზად ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას და დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი მოეკიდება შესაბამისი ინტერესით და ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს, იქნება მიღებული“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2015 წლის 15 მაისიდან იკავებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი