პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა ხელახლა წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე მინდა გავაკეთო განცხადება იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ხანია მიმდინარეობს. სზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, მე წარვადგინე მოსამართლის სამი კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატურები. ეს არის განსაკუთრებით პრობლემური გამომდინარე იქედან, რომ ერთის მხრივ ჩემ მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატურა, თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა, ანა დოლიძე არიან უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები და პარლამენტნში არც ერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო, რომ ეს კანდიდატურები დამტკიცებულიყო. მეორეს მხრივ, ამასთან ერთად, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არის უზენაესი სასამართლო, სადაც ფაქტიურად ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია იმიტომ, რომ იქ მოსამართლეები არ არიან. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პარლამენტს, მიიღოს მხედველობაში ეს ვითარება და ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატურებზე სერიოზულად იმსჯელოს....“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.