საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.
"მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მე ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ, უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში.
მე არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად”, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის დღევანდელი გადაწყვტილების შესახებ საქმის კურსში არ იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.