გრიგორი კარასინი: აფხაზეთი თქვენთვის არის ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა
27-06-2016, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, რუსული მხარე არ ეთანხმება ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

 

 

ამის შესახებ კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.

 

 

კარასინის თქმით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასჯის შესახებ საუბარი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საბჭოს შეხვედრაზე უნდა შედგეს.

 

 

„აუცილებელია იმ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება მოხდეს, რომელსაც საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი. აუცილებელია, დამნაშავეების დასჯა. ეს თემა ჟენევის დისკუსიების დროს განვიხილეთ. ჩვენ ცოტა გვაღელვებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გამო, ემოციური მსჯელობიდან გამომდინარე ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს. ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამ თემაზე მსჯელობა უნდა წარიმართოს არსებული ფორმატით - ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 6 ივლის შეიკრიბება“,-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დაუსრულებელი კამათის ნაცვლად, თუ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული.

 

 

„აფხაზეთი თქვენთვის არის ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს, წინ ვერ წავალთ. აუცილებელია, არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა, ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართალმა იზეიმოს. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის ეპიზოდში და ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავალთ სემინარზე, ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთ ეპიზოდები არ განმეორდეს. საქმეს აფხაზური მხარე იძიებს“,-განაცხადა კარასინმა.

 

 

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი