ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორიგ მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში არაერთი განცხადება გაკეთდა და პოზიცია არ შეცვლილა.
”ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციის მხრიდან. პასუხი არის ძალიან ნათელი - ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.