ნინო ბურჯანაძე: ამ მთავრობას უნდა არჩევნები მოიგოს, სადაც პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს თავდაცვის მინისტრი
27-06-2016, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს "ამ მთავრობას უნდა არჩევნები მოიგოს, სადაც პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს თავდაცვის მინისტრი".

 

 

„ამჯერად თავს შევიკავებ ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით, ამჯერად მინდა ხაზი გავუსვა იმ უპრეცედენტო ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი ხიდაშელის გადაწყვეტილებით შეიქმნა. მე მინდა მოსახლეობას დავუსვა ასეთი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, ჩვენ სახელმწიფო საერთოდ გვაქვს, თუ არ გვაქვს? ჩვენ მთავრობა გვყავს, თუ არ გვყავს? დღეს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პასუხი საწუხაროდ, არის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქვეყნისათვის სასიცოცხლო და პრინციპულ გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში, ტელეეთერიდან იგებს, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებას იღებს უშიშროების საბჭოზე განხილვის, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის და მთავრობის სხდომაზე განხილვის გარეშე, ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის. იმ მთავრობას და ხელისუფლებას უნდა რომ ეს არჩევნები მოიგოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, სადაც პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი?

 

 

აქამდე, თუ ჩვენს მოსახლეობას, მეტნაკლები სტაბილურობის განცდა ჰქონდა, ახლა ნათლად გამოჩნდა, რომ ეს სიმშვიდეც, რომელიც ქვეყანაში არის და ეს სტაბილურობაც, მოჩვენებითია. ხელისუფლებაში არავინ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას და როდის მიიღებს რომელიმე თავდაცვის მინისტრი - იქნება ეს ხიდაშელი, ალასანია თუ ვინმე სხვა, თუ რა ბრძანებას მისცემს ის ჯარებს საბრძოლო ან რაიმე კონფლიქტური მოქმედების დაწყებაზე და პრემიერმა შეიძლება ეს ისევე გაიგოს ტელეეთერიდან, როგორც კორცხელის ინციდენტის შესახებ. ასე რომ, ქვეყანა რეალურად მართალაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანა არ იმართება. რაც შეეხება იმას, რომ „რესპუბლიკური პარტიისათვის“ უცხო არ არის ქვეყნის ინტერესების დაზიანება და ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ საკუთარი პარტიის ინტერესების განხორციელება და პიარ-ქულების ჩაწერა, ეს ყველასათვის ცნობილია და ამ ეტაპზე ამაზე ხაზგასმას არ გავაკეთებ”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი