ჯონ ქერიმ და იენს სტოლტენბერგმა შეხვედრისას ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ვარშავის სამიტზე ისაუბრეს
27-06-2016, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

 

 

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება ნატო-ს ვარშავის სამიტზე გავლენას არ იქონიებს, - აღნიშნა ქერიმ შეხვედრისას.

 

 

"დიდი მოლოდინი გვაქვს ნატო-ს სამიტიდან, რომელიც 8-9 ივლისს ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მონაწილეობა და ბრიტანეთის ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ადრე იყო. ველით, ძალიან ძლიერ შეხვედრას მნიშვნელოვანი შედეგებით, რომელსაც ოდნავადაც ვერ შეცვლის კენჭისყრის შედეგები,“ - განაცხადა ჯონ ქერიმ.

 

 

სტოლტენბერგის განცხადებით, კი "ნატო-სა და ევროკავშირის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა".

 

 

"მოუთმენლად ველი ნატო-ს სამიტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ალიანსის გასაძლიერებლად. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობ, ნატო გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თანამშრომლობისთვის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის ევროპისა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის" - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი