მანანა კობახიძე: თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, მას მთავრობის თანხმობაც სჭირდება
27-06-2016, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის  განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა მხოლოდ თავდაცვის უწყებას არ ეხება და ის  სხვა სამინისტროებთან არის კავშირში.

 

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის,  მას მთავრობის თანხმობაც სჭირდება და ასევე, მნიშვნელოვანია პროცესში პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს ჩართვაც.

 

 

„შესაძლებელია, თავდაცვის უწყებას კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თუმცა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეხება არა მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემას, არამედ აქ არის ჩართული სასჯელაღსრულების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია. გამომდინარე აქედან, საჭიროა მთავრობის ჩართვა, სხვა შესაბამისი სამინისტროების ჩართვა და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს ჩართვა. გადაწყვეტილება უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული და არა ერთი მინისტრის დონეზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

 

 

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი