თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე სოფ. საზანოს 26 მაისის უბნის საბავშვო ბაღს ეწვია. ჯაფარიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან ავთანდილ ჩუბინიძესთან, გამგებლის თანაშემწესთან ზაზა ცერცვაძესთან, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თერჯოლის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან ივანე ჩუბინიძესთან, (ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორთან, მაია თორთლაძესთან ერთად ბაღის აღსაზრდელების მიერ მოწყობილ კონცერტს დაესწრო.
„ამჟამად 26 მაისის საბავშვო ბაღში 17 ბავშვი ირიცხება, ხოლო მომავალი წლიდან აღსაზრდელთა რაოდენობა 30-ს გადააჭარბებს. დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისათვის, რომ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ასეთი შესანიშნავი ბაღი მოუწყო ჩვენს პატარებს“- აღნიშნა ბაღის დირექტორმა, ფატმან შეყილაძემ.
თეიმურაზ ჯაფარიძემ პატარებს ბედნიერი მომავალი უსურვა, მადლობა გადაუხადა მშობლებს, პედკოლექტივს და მათ ხელისუფლების მხარდაჭერა აღუთქვა.
მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 5 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.