2016 წლის 26 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჭყონის კულტურის სახლში გაიმართა წლის საანგარიშო კონცერტი, სადაც ფოლკლორული სიმღერების, ქართული ხალხური ცეკვებისა და სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელმა წრეებმა საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. ამის შესახებ guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ქუთაისიდან მოწვეულმა ჯგუფმა "ლალემ " რამდენიმე ქართული სიმღერა და საგალობელი შეასრულა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, რესურცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარინე თოფურია და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.