პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძის გუნდში აგენტურის მობილიზება მოხდეს, რომელიც საჭირო მომენტში პროცესებს კრიტიკულ ხასიათს მისცემს. ამის შესახებ მან გაზეთ „ახალ თაობასთან“ განაცხადა. მისი აზრით, როდესაც პოლიტიკურ ბაზარზე შემოდის რეალური კონკურენტი, იქ პარტიები ყველა მეთოდს მიმართავენ მის დასასუსტებლად და ასეთ დროს არც სპეცსაშუალებების გამოყენებაზე ამბობენ უარს.
„ასეთი მეთოდები საქართველოში ხშირად გამოიყენება. როდესაც პარტიის შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ხდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ რეგიონებში პარტიის გახლეჩის პროცესიც ვიხილოთ. ოღონდ ეს იქნება ტექნოლოგიებით მართული და არა შიდა პრობლემებით განპირობებული. პოლიტიკა ძალიან მძიმე და მკაცრი საქმეა, აქედან გამომდინარე, ლიდერს ამის დაზღვევის უნარები უნდა ჰქონდეს.
მან უნდა აჩვენოს, რომ ამის უნარი აქვს. თუ ვერ გამოავლინა ეს უნარები, შედეგიც შესაბამისი იქნება“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.