თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში გამოთქმული შეფასებები, ყველასთვის საყურადღებოა.ამის შესახებ მან, ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.
„ის შეფასებები, რომელიც გამოითქვა, ბუნებრივია, ჩვენთვის ყველასთვის - საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, საყურადღებოა. დარწმუნებული ვარ, რა მაგალითსაც ჯარი აძლევს პოლიტიკოსებს, ეს მაგალითი სხვებისთვისაც მისაბაძი გახდება. ჯარიც და თავდაცვაც ის თანხმობის წერტილია, რომელსაც ხელისუფლების, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები პოულობენ“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი ევროპელმა კანონმდებლებმა 103 ხმით 27 ხმის წინააღმდეგ მიიღეს.
დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში არის ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნების უფლებების შესახებ. კონკრეტულად კი, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო მმართველობის საკითხს, რეზოლუციის ტექსტში ეს ნაწილი არ მოხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.