ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონის მოახლოებასთან და „ქობულეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ინფო ტურები დაიგეგმა. ტურების მიზანია ქობულეთის, როგორც კურორტის პოპულარიზაცია და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფო ტურებში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ტუროპერატორები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობენ.
დღეს ტურის მონაწილეებმა ქობულეთში მდებარე სასტუმროები და საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ დაათვალიერეს. ტურის დაწყების წინ სტუმრებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ქობულეთში ინფო ტურები 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ტურის მონაწილეები დაცულ ტერიტორიებს, ქობულეთის მუზეუმს, პეტრას ციხეს, ჩაქვის თაფლის სახლსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
ინფო ტურები გამგეობის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით დაიგეგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.