ანგელა მერკელი: არ იქნება არც არაფორმალური და არც ფორმალური მოლაპარაკებები ბრიტანეთის გასვლაზე მანამ, სანამ ევროპული საბჭო არ მიიღებს მის თხოვნას ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით
27-06-2016, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბერლინში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და იტალიის პრემიერ მინისტრს მათეო რენზის მასპინძლობდა. ლიდერებმა ევროკავშირის გასაძლიერებლად "ახალი იმპულსის" ამოქმედების მოწოდება გააკეთეს.

 


სამივე ლიდერმა გამოხატა სინანული ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემის გამო. მერკელმა კი ამას „ძალიან მტკივნეული და დასანანი გადაწყვეტილება“ უწოდა.

 


„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროპული ხელშეკრულებების 50-ე არტიკლი ძალიან ნათელია - წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც სურს ევროკავშირის დატოვება, უნდა ამცნოს ევროპულ საბჭოს,“ განაცხადა ანგელა მერკელმა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე ბერლინში მის კანცელარიაში.

 


„არ იქნება რაიმე შემდგომი ნაბიჯები, სანამ ეს მოხდება. მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცემს ევროპული საბჭო სახელმძღვანელოებს, რომლის მიხედვითაც იქნება გასვლა განხილული.



„ეს ნიშნავს რომ, და ჩვენ შევთანხმდით ამ საკითხზე, არ იქნება არც არაფორმალური და არც ფორმალური მოლაპარაკებები ბრიტანეთის გასვლაზე მანამ, სანამ ევროპული საბჭო არ მიიღებს [დიდი ბრიტანეთის] თხოვნას ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით," აღნიშნა მერკელმა.



პრეზიდენტმა ოლანდმა და პრემიერ მინისტრმა რენზიმ ხაზი გაუსვეს იმ პროცესის საჭიროებას, რომ დიდი ბრიტანეთი რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს ბლოკიდან და მოხდეს ევროკავშირში დარჩენილი 27 წევრის ფოკუსირება ისეთ გამოწვევებზე, რის წინაშეც ორგანიზაცია დგას - ტერორიზმთან ბრძოლისა და საზღვრების გაძლიერების ჩათვლით.

 

 

„ჩვენი პასუხისმგებლობაა არ დავკარგოთ დრო დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხთან დაკავშირებით... არაფერი არ არის გაურკვევლობაზე უფრო უარესი,“ განაცხადა ოლანდმა.



„ერთი მხრივ ჩვენ ვართ დამწუხრებულნი, მაგრამ ამავე დროს მართებული დროა იმისათვის, რომ დავწეროთ ახალი გვერდი ევროპულ ისტორიაში იმაზე, რაც ჩვენ გვაერთიანებს,“ განაცხადა რენზიმ.

 


დიდ ბრიტანეთთან ერთად, გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას ევროკავშირში ყველაზე დიდი ეკონომიკები აქვთ.

 


გასულ ხუთშაბათს ბრიტანეთის მოქალქეების 52%–მა ისტორიულ რეფრენდუმში ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.



ორშაბათს აზიის სავალუტო ბაზრებზე ფუნტი სტერლინგი კიდევ უფრო დაეცა.



დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟების გახსნამდე ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოზბორნმა ბაზრების დამშვიდების მიზნით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის მომავლის პირისპირ "ძლიერის პოზიციიდან" დადგეს.

 

 

მან ასევე დაადასტურა, რომ არ იქნება სასწრაფო სათადარიგო ბიუჯეტი. ოზბორნმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იქნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში "კორექტირების" საჭიროება, მაგრამ დაამატა, რომ "გონივრული იქნება დაველოდოთ ახალ პრემიერ მინისტრს", სანამ ნებისმიერი ამგვარი ქმედებები განხორციელდება.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დღეს მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა გამართა. ის სიტყვით პარლამენტშიც გამოვიდა.



პარლამენტში გამოსვლისას დევიდ ქამერონმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის მზად დაიწყოს ევროკავშირიდან ფორმალური გამოსვლის პროცესი. მისი თქმით, ეს ოქტომბრის შემდეგ, მისმა შემცვლელმა უნდა გააკეთოს.

 

 

ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა, რომელიც დატოვების კამპანიას ედგა სათავეში და ქამერონის შემცვლელად არის მოაზრებული, განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ევროკავშირთან თანამშრომლობას "გაძლიერებულ" რეჟიმში.

 

 

დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ იგი პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევის დღის წესრიგში დაყენებიდან პირველივე მომენტში გადადგება. მისი ეს განცხადება ჩრდილოვან კაბინეტში რამდენიმე ჩრდილოვანი მინისტრის მიერ თანამდებობებიდან წასვლას და მისი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიის სათავეში დგომას უკავშირდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი