”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს რამდენიმე წუთის წინათ პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებული, შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.
პროცესს საქალაქო სასამართლოსი სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ორი ბრალდებული, ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავას 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა განესაზღვრა, შოთა ხიზანიშვილს კი 2 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა პატიმრობის ვადას, ამნისტიის კანონის შესაბამისად, 1,4 ასევე და საპატიმროში გატარებული 2 თვე მოაკლდა. საბოლოო ჯამში ხიზანიშვილს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 4 თვით განესაზღვრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.
საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.