გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს კიდევ ერთხელ ითხოვს
28-06-2016, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან 2020 წლამდე გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს არა–მუდმივი წევრობის კანდიდატი იქნება კიდევ ერთხელ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

 


გერმანული გამოცემის თანახმად, ქვეყანას უშიშროების საბჭოში ადილი ბოლოს 2011–დან 2012 წლამდე ეკავა. ბერლინი დიდი ხანია ამტკიცებს გაეროს რეფორმის აუცილებლობას და უშიშროების საბჭოში მისთვის მუდმივ ადგილს ითხოვს.

 


ორშაბათს, ჰამბურგში საგარეო საკითხებზე სიტყვის წარმოთქმისას შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანია არა–მუდმივი წევრობის მიღებისთვის კამპანიას გამართავს. გერმანიის განაცხადის დამტკიცებისთვის გაეროში 193 ქვეყნიდან სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა წარმატებული იყოს.

 

 

შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გაეროსა და უშიშროების საბჭოს მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად სჭირდება იმაზე მეტი მცდელობა, "რაც კი ოდესმე გამოუჩენია". შეცდომების მიუხედავად, უშიშროების საბჭო ერთადერთ ორგანოდ რჩება, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს საერთაშორისო საკითხები და მასთან დაკავშირებით მიიღოს ზომები, თქვა მან.

 


მაგრამ საგარეო მინისტრმა თავის სიტყვაში გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და გააკრიტიკა იგი, უწოდა რა მას დრომოჭმული. მან ინდოეთთან, ბრაზილიასა და იაპონიასთან ერთად აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის შემდგომი რეფორმირების საჭიროებას გაუსვი ხაზი.

 


გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივი წევრია და აღნიშნული ადგილები შეერთებულ შტატებს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ჩინეთს უკავიათ – დიდ სახელმწიფოებს, რომლებიც მე–2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამოტივტივდნენ. უშიშროების საბჭოში ათი სხვა სახელმწიფოდან თითოეული ორი წლით იკავებს ადგილს, მათ შორის ორი ადგილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაა დაჯავშნილი.

 


გერმანია გაეროს რეგულარულ ბიუჯეტში მესამე ყველაზე დიდი წვლილის შემტანია, იაპონიისა და შეერთებული შტატების შემდეგ და დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მას უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი ეკუთვნის, აცხადებს რა რომ ორგანიზაციამ 21–ე საუკუნის მსოფლიოს რეალობა უნდა ასახოს. მაგრამ მცდელობები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს უშიშროების საბჭოს რეფორმა ბოლო წლებში არაეფექტურია.

 


თუკი 2019 წელს გაეროს გენერალური ასამბლეა გერმანიის არა–მუდმივ წევრად არჩევას მხარს დაუჭერს, უკვე მე–4 შემთხვევა იქნება ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, რაც გერმანია უშიშროების საბჭოში არა–მუდმივი წევრის სტატუსს მიიღებს, წერს "დოიჩე ველე".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი