აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე რამდენიმე პატიმრის ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ
28-06-2016, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღის ფორმატში, კარასინი-აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე რამდენიმე დაკავებულის ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

 

 

„გაგრძელდა კონსტრუქციული დიალოგი კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს კავშირების გააქტიურებას იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობების არქონის ფონზე - ვაჭრობა, ტრანსპორი, ჰუმანიტარული კავშირები. შედეგები ამ მიმართულებით სახეზეა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა; რუსეთი რჩება მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და ქართული ღვინის მთავარ ბაზრად.

 


მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხაზით დაგეგმილი კონტაქტები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთქმედებებს. აღინიშნა მგზავრთა ნაკადისა და ტვირთების მოძრაობის ზრდა რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება თანაშრომლობა ორი ქვეყნის სატრანსპორტო ხელმძღვანელობას, ასევე, რუსულ და ქართულ სარკინიგზო კომპანიებს შორის.

 

 

რუსული მხარის მიერ კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ არამეგობრული რიტორიკა, რომელიც ისმის, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, ეწინააღმდეგება ორივე მხარისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი