ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღი შენდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 70 აღსაზრდელზეა გათვლილი.
როგორც guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2–სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 355 770 ლრი დაიხარჯება, რომელსაც შპს „მთაწმინდა 2007“ აწარმოებს. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, საბავშვო ბაღი კი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.