დიმიტრი ქუმსიშვილი: ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ
28-06-2016, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ, - აცხადებს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამით ქართულ ბიზნესს ეხსნება 14-მილიონიანი ბაზარი. მისი თქმით, მთლიანი ერთობლივი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეს ოთხი ქვეყანა აგენერირებს, 850 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა მიმართულებას ფარავს, ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი მომსახურება და პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა მთელ სამთავრობო გუნდს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. მისი განცხადებით, მოლაპარაკება დაგეგმილზე სწრაფად დასრულდა და აღნიშნულმა პროცესმა მხოლოდ ექვსი თვე შეადგინა.

 

 

დოკუმენტს ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოაწერა ხელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი