ჩემთვის ძნელია დავაზუსტო თუ რა ბრძანა ბატონმა კარასინმა, თუმცა სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სიურპრიზები არ გაჩნდეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ.
"ეს იმდენად აბსურდული სურვილია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. ნებისმიერი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანში, მათ შორის საქართველოში, არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ნების გამოხატულება. ამიტომ ბატონ კარასინის სურვილი - იქნება თუ არა ეს არჩევნები სიურპრიზებით აღსავსე, მგონი არასერიოზულია“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.
რუსეთის სეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი იყო.
ამის შესახებ კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია. „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩვენების შემდეგ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე შევძლებთ ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწორედ ამაზე ვმუშაობთ ზურაბ აბაშიძესთან“,-განაცხადა კარასინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.