"ფოლკსვაგენი" შეერთებული შტატებში მანქანის თითოეულ მფლობელს 10 000 აშშ დოლარს გადაუხდის. გერმანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ასევე, შეთანხმების თანახმად, შეაკეთებს ან უკან შეისყიდის ატმოსფეროს დამაბინძურებელ სატრანსპორტო საშუალებებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ახალი ამბების სააგენტო "ასოშიეთიედ პრესის" მიხედვით, რომელიც იმ პიროვნებას იმოწმებს, რომელსაც შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სამშაბათს, სან ფრანცისკოს სასამართლოში 14.7 მილიარდი ამერიკული დოლარის შეთანხმების საქმე იქნება განხილული.
შეთანხმება, რომელიც უკავშირდება უდიდეს ავტო სკანდალს შეერთებული შტატების ისტორიაში, 10 მილიარდ დოლარს შეკეთებისთვის ან "ფოლკსვაგენის" 475,000 დამაბინძურებელი 2–ლიტრიანი დიზელის ძრავის სატრანსპორტო საშუალების უკან შესყიდვას ითვალისწინებს. მფლობელებს ასევე მიეცამათ დამატებითი კომპენსაცია 5, 100 აშშ დოლარიდან 10 000 აშშ დოლარმდე, აცხადებს ანონიმური წყარო.
შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მოსამართლის დასტურს, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარით უფრო მაღალი იქნება იმაზე, რასაც უწინ მოელოდნენ და მფლობელებს კვლავ ექნებათ არჩევანი უარი თქვან შემოთავაზებაზე და ინდივიდუალურად უჩივლონ კომპანიას.
"ფოლკსვაგენს" დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი დასჭირდება სკანდალის ხარჯების დასაფარად. კომპენსაციის გარდა, ავტომანქანების მწარმოებელ კომპანიას დამატებით მოუწევს 2.7 მილიარდი დოლარის ჯარიმების გადახდა შეერთებული შტატების ფედერალურ და შტატის გარემოს დაცვითი ორგანოებისთვის და 2 მილიარდი დოლარის დახარჯვა სუფთა–ემისიის ტექნოლოგიაზე, აცხადებს წყარო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.