კახა გოგოლაშვილი კარასინის განცხადებას პასუხობს: არჩევნებზე სიურპრიზები ნამდვილად არ იქნება, პრორუსული ძალები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
28-06-2016, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, რუსეთი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისგან სიურპრიზს ნამდვილად არ უნდა ელოდოს, რადგან ამ არჩევნებში პრორუსული ძალები ვერ გაიმარჯვებენ.

 

 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გრიგორი კარასინის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

 

 

„რუსეთი თავისი განცხადებებით თავის პოლიტიკას ატარებს, ახმოვანებს თავის მესიჯებს, ამიტომ ჩვენ კარასინის მიერ გაჟღერებული მესიჯები რაღაც ჭეშმარიტებად არ უნდა ჩავთვალოთ. ვიცით, რა აინტერესებს რუსეთს, როგორი არჩევნების შედეგები სჭირდება მას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ისეთ არჩევანს გააკეთებს, რაც რუსეთს აწყობს. რაც შეეხება სიურპრიზებს, სიურპრიზები ნამდვილად არ იქნება და პრორუსული ძალები საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა გოგოლაშვილმა.

 

 

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია.    

 

 

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩვენების შემდეგ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე შევძლებთ ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით სწორედ ამაზე ვმუშაობთ ზურაბ აბაშიძესთან“,-განაცხადა კარასინმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი