„ვიდრე ქვეყანას არ ეყოლება ისეთი პროფესიული არმია, რომელიც მას ყველა მიმართულებიდან წამოსული საფრთხისგან დაიცავს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება, ნაადრევია”,-განაცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი რეზერვის სერიოზული სამსახური შეიქმნება.
„აუცილებელია ყველა მამაკაცმა გაიაროს სამხედრო მომზადება და იყოს მზად, დაიცვას ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აუცილებელია ქვეყნის დაცვაში მონაწილეობა ყველას შეეძლოს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.