არჩევნებამდე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს, პრაქტიკულად, აღარაფერი ეშველება, - აღნიშნული განცხადება მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებმა პაატა ბურჭულაძემ და გიორგი რუხაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
გიორგი რუხაძე და პაატა ბურჭულაძე სტრასბურგსა და ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართეს.
”პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე ჩვენ დავაყენეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი და მოვითხოვეთ, რომ საქართველო გამოცალკევდეს უკრაინისა და თურქეთის საქმისგან. მოგვიწია იმ საქმის გაკეთება, რაც საქართველოს ხელისუფლებას დღემდე უნდა შეესრულებინა და ეს არ ან ვერ გააკეთა. ამის გამო პროცესი ჩიხშია შესული, საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა ის დიდი სიკეთე, რაც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. არჩევნებამდე ამ საკითხს პრაქტიკულად აღარაფერი ეშველება. თუმცა არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ საკითხს სათავეში ჩავუდგებით და ბოლომდე მივიყვანთ, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის დროს ის და გიორგი რუხაძე ევროპარლამენტში, ევროსაბჭოსა და ნატო-ს შტაბბინაში პირველ პირებს შეხვდნენ.
”მე და გიორგი რუხაძე ვიყავით ვიზიტით ბრიუსელსა და სტრასბურგში, სადაც შევხვდით ევროპარლამენტში, ევროსაბჭოსა და ნატო-ს შტაბბინაში პირველ პირებს: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, დევით ჰობსს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, რიჩარდ ჩარნეცკის, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ვოიჩეკ სავიცკის, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, ნილს მუჟნიეკს და პარლამენტის სხვა წვრებს”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.