არის თემები, მაგალითად, ისეთი, რაც ჯარში სავალდებულო გაწვევას ეხება, ვფიქრობ, რომ ერთპიროვნულად ამის გადაწყვეტილება არ უნდა ხდებოდეს, - აღნიშნული განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გააკეთა.
,,რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კონკრეტულად მინისტრები იღებენ, არის გარკვეული თემები, რომლებზეც მინისტრებმა შეიძლება გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღონ, თუმცა არის თემები, მაგალითად, ისეთი, რაც ჯარში სავალდებულო გაწვევას ეხება, ვფიქრობ, რომ ერთპიროვნულად ამის გადაწყვეტილება არ უნდა ხდებოდეს. გუშინ პრემიერმა და პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. მე მათ განცხადებებს ვუერთდები - ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში”, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.