ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
აღნიშნული კვლევის შედეგები „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა.
ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 22.4%-მა „ქართული ოცნება“, 21.7%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7.8%-მა - „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე“, 6.2%-მა კი - „თავისუფალ დემოკრატები“ დაასახელა.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, კვლევის შედეგი ასე გამოიყურება:
„ლეიბორისტული პარტია“- 2.8%,
„პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი“ - 2.2%,
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ - 1.6 %,
„რესპუბლიკური პარტია“ - 0.6 %,
„ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე“ - 0.5 %,
„პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 0.3 %,
„საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი“- 0.2 %,
„თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა“- 0.2%,
„ეროვნული ფორუმი“ - 0.1%,
„ვეტერანების პარტია“ - 0.1%,
„ქართული დასი - ჯონდი ბაღათურია“ - 0.1%,
„ლადო ბედუკაძე - ცენტრისტები“ - 0.1%,
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - 0.0%.
გამოკითხულთა 3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია“ - 19.4%-მა.
ტელეკომპანიის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვამ საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე მოიცვა, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. კვლევა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.
„გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. გამოკითხულთა 77% დათანხმდა ინტერვიუზე და კითხვარის შევსებაზე“,-ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოციოლოგიური კვლევა ასევე ეხება, მედიას, ეროვნულ საკითხებს და საგარეო პოლიტიკას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.