დაბა ასპინძაში შორეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი იგება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,ასტორია" ახორციელებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იმფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ერკოტის, კოსტავას და ნინოშვილის ქუჩებზე გზის სამშენებლო სამუშაოები. ეწყობა სანიაღვრე არხები და გზის ზედაპირი ასფალტის საფარის დასაგებად მზადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.