ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე, - ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტიგენტზე ამბობს. მეორეს მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.
"ვფიქრობ, მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი და ეს არ არის ის, რომ სტრატეგიულ მიმართულებაში არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ საკითხისგან დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არ არის და ვფიქრობ, ის სამუშაო რეჟიმშია გადასატანი", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტისთვის ამ საკითხის სამუშაო რეჟიმში გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო, ვარშავის სამიტისთვის მომზადებულია.
"ჩვენი მოთხოვნაა იმ არსებითი პაკეტის გაფართოება, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსგან. ამ საკითხის მოსწრება ვარშავის სამიტამდე, ჩემი აზრით, არანაირ კრიტიკულ მნიშვნელობას არ ატარებს. ვფიქრობ, დამშვიდებულ რეჟიმში არის გასავლელი ეს გადაწყვეტილება და არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურს კითხვა თავდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი კირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამაზე დღეს საუბარი ზედმეტია.
"ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. ამიტომ ამაზე, აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.