პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო განხილული.
ეს განცხადება ჯაფარიძემ ჟურნალისტებს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმდება დაკავშირებულია გარკვეულ ვალდებულებებთან, რაზეც თინა ხიდაშელი საუბრობს, მაშინ გასაგებია, რომ ეს ვალდებულებები განხილული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე - ეს არის უშიშროების საბჭო, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ქვეყნის მთავარსარდალი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.