სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმა ბერი გიორგი დაკრძალეს
02-10-2014, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი დაკრძალეს.

 

 

დაკრძალვამდე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

 

 

პანაშვიდის მიმდინარეობისას, ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმყოფებოდნენ. პანაშვიდის ბოლოს პატრიარქმა უფალს შესთხოვა, ბერი გიორგის სული ცათა სასუფეველში, წმინდანთა შორის დაამკვიდროს. უწმინდესმა სამოქალაქო პანაშვიდებს მისულებს მადლობაც გადაუხადა.

 

 

სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში დღეს პატრიარქისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ასევე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ.

 



რამდენიმე მეუფის მიერ შესრულდა პანაშვიდი და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად აღევნილა წირვა.

 


ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) პარტიარქმა ბერად 2013 წლის 4 სექტემბერს აღკვეცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი