ირაკლი ჩიქოვანი: საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის ინიციატივა ირაკლი ალასანიას ეკუთვნის
28-06-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრის დონეზე, კონკრეტული ბრძანების საფუძველზეა მიღებული, თუმცა ამ ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე გამყარება სჭირდება“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმითვე, ირაკლი ალასანიას ინიციატივა იყო, რომ 2016 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები თავიდან ბოლომდე საკონტრაქტო პირობებზე გადასულიყო.

 

 

„2012 წელს, როდესაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის ინიციატივა მისი მხრიდან გაჟღერდა. ეს იყო პოზიცია, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის და აუცილებელია იმისათვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდეს როგორც მობილური, სწრაფი და ქმედუნარიანი. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით პოზიტიურია და ამ რეფორმის ინიციატივა ეკუთვნის ირაკლი ალასანიას. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, დროც ასე იყო განსაზღვრული, რომ ეს ყველაფერი 2016 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა რა ვითარებაში მოხდა ამ საკითხის შეთანხმება პრემიერ-მინისტრთან თუ საქართველოს პრეზიდენტთან, ჩემთვის უცნობია. ეს მათი ხელისუფლების საქმეა და მათ უნდა გააკეთონ ამ თემასთან მიმართებაში განმარტებები. მაშინ, როცა უმრავლესობის წევრები გამოდიან და ამას თავნებობას უწოდებენ, როგორც მინიმუმ მიუღებელია, რადგან ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი ეხება შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა პარტია „ქართული ოცნების” წევრებს სურვილი აქვთ, რაც შეიძლება მალე იხილონ სხვა პარტიის წევრები კაბინეტს მიღმა, რათა მათ დაიკავონ ადგილები და სწორედ ამას უკავშირდება უმრავლესობაში გამოწვეული აჟიოტაჟი.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი