„პროფესიულ ჯარზე გადასვლა იქნებოდა უფრო სწორი, მაგრამ ალბათ ამ ცვლილებებისთვის რაღაც პერიოდია საჭირო“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ერთი უწყების მხრიდან ასე ცალსახად კატეგორიული პოზიციის დაფიქსირება, თანაც წინასაარჩევნო რეჟიმში, უფრო სხვა მოტივებზე და სხვა ორიენტირებზე მეტყველებს, ვიდრე ჯარისთვის საჭირო ღონისძიებებზე.
„მეც მიმაჩნია, რომ წვევამდელები ყველა სახელმწიფოსთვის არ არის ისეთი სწორი, როგორიც იქნებოდა პროფესიული ჯარი. პროფესიულ ჯარზე გადასვლა იქნებოდა უფრო სწორი, მაგრამ ალბათ ამ ცვლილებებისთვის რაღაც პერიოდია საჭირო. ერთი უწყების მხრიდან ასე ცალსახად კატეგორიული პოზიციის დაფიქსირება, თანაც წინასაარჩევნო რეჟიმში, უფრო სხვა მოტივებზე და სხვა ორიენტირებზე მეტყველებს, ვიდრე ჯარისთვის საჭირო ღონისძიებებზე. კი, გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით ალბათ რაღაც ეტაპზე მისაღებია, მაგრამ როგორც და რა ეტაპზეც გაკეთდა, მე მგონი არასწორია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.