„ერთადერთი, რაც შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით ვთქვა, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნული განცხადებით მთავრობის მეთაური სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში, სავარაუდოდ, 100-ზე მეტ ადგილს მოიპოვებს.
„ჩვენ ბევრი ასეთი კვლევა გვინახავს და გვინახავს განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. არჩევნები წინ არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდა, როგორც დემოკრატიული არჩევნები, მხოლოდ იმის გამო, რომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ის არჩევნები ნამდვილად ვერ შეფასდება დემოკრატიულად, მისი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სადაც იყო უზარმაზარი ზეწოლა ოპოზიციასა და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. ჩვენ ვაჩვენებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტს და ეს იქნება ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს მოსახლეობა რასაც გადაწყვეტს, იქნება ის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი გამოწვევაა პოლარიზაციის დაძლევა და ამ გამოწვევას მთავრობა მაქსიმალურად გაუმკლავდება, თუმცა, ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის.
„საერთოდ, საქართველოში არანორმალურია, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ, სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით. მგონია, რომ ეს ოდესღაც უნდა დამთავრდეს და ამ პოლარიზაციას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ. ეს არის ევოლუციური საკითხი და ერთ დღეში გადასაწყვეტი არ არის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ - გამოკითხულთა 22.4%-მა „ქართული ოცნება“, 21.7%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7.8%-მა - „სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე“, 6.2%-მა კი - „თავისუფალ დემოკრატები“ დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.