გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ევროპას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
ამის შესახებ მან ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ევროკავშირის ქვეყნებს ერთობისკენ მოუწოდებს.
ანგელა მერკელის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად.
„ვისაც ევროკავშირის ოჯახიდან გასვლა სურს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ვალდებულებებს თავს აარიდებს, პრივილეგიებს კი დაიტოვებს“, -განაცხადა მერკელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს საკმარისი ძალა აქვს დიდი ბრიტანეთის გასვლის შედეგებთან გასამკლავებლად. მერკელის თქმითვე, დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირიდან გასვლაზე მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა დაიწყოს, სანამ ლონდონი შესაბამის ფორმალურ პროცედურას არ აამოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.